1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ საჭიროდ მიაჩნდა წიგნების საწყობის საზოგადოების მაღაზიისგან გამოყოფა. იგი მაღაზიის ისევ შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილისთვის ჩაბარების წინააღმდეგი იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი