ამხ. ანდრეევის ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლის გამო საკ. კ.პ.(ბ) ცკ-ის და ცენტრ. საკონტროლო კომისიის პლენუმმა გაათავისუფლა იგი ცკ-ის საორგანიზაციო ბიუროს წევრის მოვალეობისგან და მის მაგიერ ცკ-ის საორგანიზაციო ბიუროს წევრად და ცკ-ის სამდივნოს წევრობის კანდიდატად აირჩია ამხ. ბაუმანი. ცკ-ის საორგანიზაციო ბიუროს კანდიდატად არჩეულია ამხ. ანტიპოვი.

წყარო: კომუნისტი, 1928 | 13 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა