საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15750

ფაქტი 15750

1907 წლის 9 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, თბილისის თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულოში გაიმართა ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ დელეგატთა კრება, რომელსაც თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ამის თაობაზე კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩმა 11 სექტემბერს აუწყა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას და გაუგზავნა კრების ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს გიორგი ზდანოვიჩმა, სამსონ ფირცხალავამ, გიორგი ლასხიშვილმა, სიმონ მდივანმა, ილია კაკაბაძემ, ივანე ნიჟარაძემ, ილიკო მხეიძემ და პეტრე სურგულაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15750; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .