1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ ბათუმის მაზრაში სკოლის გახსნა გადაწყვიტა. ბათუმში საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად და სკოლისთვის ადგილის ამოსარჩევად მმართველობის წევრი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე გაგზავნეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშები | 1880-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი