საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17099

ფაქტი 17099

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის ოთხ განყოფილებაში სულ 34 მოსწავლე სწავლობდა. აქედან I განყოფილებაში 5 მოსწავლე, II – 18, III – 7 და IV – 4. მათგან 31 ქრისტიანი და 3 მაჰმადიანი (სპარსელი) იყო. სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეთა გამოცდებს დაესწრო გამგეობის წევრი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17099; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .