ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1911 წლის 28 აპრილის სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ სოფელ შრომაში საზოგადოების სკოლის გახსნის შუამდგომლობის საკითხი დააყენა. სკოლისთვის – შენობას, მასწავლებლისთვის ბინასა და შეშას სოფელი თვითონ უზრუნველყოფდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1911-1911
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი