1912 წლის 1-ლ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) გამგეობის წევრები იყვნენ: ბარნაბა გიორგის ძე სურგულაძე, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძე, რაჟდენ ივანეს ძე ნანეიშვილი, დავით მიქელას ძე კვანტალიანი და გიორგი დუნდუა. 1911 წლის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა 25 სხდომა, გაარჩია 78 საქმე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი