საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17618

ფაქტი 17618

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამგეობა ცდილობდა, ხელუხლებელი ძირითადი თანხა გაეზარდა და ძლიერი სასკოლო ფონდი შეექმნა. თანხების წლიური სარგებლის ერთი მეათედი ძირითად თანხას ემატებოდა, ხოლო ცხრა მეათედი იხარჯებოდა. ძირითადი თანხა მუდმივად იზრდებოდა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17618; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .