საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17742

ფაქტი 17742

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობის სახით მიიღო: წიგნების გაყიდვიდან შემოსული 4 მანეთი და 88 კაპიკი მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანისგან, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის კუთვნილი გვირგვინების გაყიდვიდან შემოსული 72 მანეთი, გიორგი აღნიაშვილის მიერ შეგროვებული 13 მანეთი, ალექსანდრე საბახტარაშვილისაგან – 4 მანეთი და 20 კაპიკი, გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძისგან – 3 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17742; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .