საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17969

ფაქტი 17969

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ანთიმოზ ჯუღელის „ქართული წერის“ დედნის განხილვის საქმე მიანდეს ნიკო ცხვედაძეს, გიორგი წერეთელს, ნიკოლოზ ქანანოვს და მღვდელ იაკობ ზედგინიძეს. მათ საზოგადოებისთვის უნდა ეთქვათ თავიანთი აზრი, რამდენად სასარგებლო იყო ჯუღელის დედნის სასწავლებლებში გავრცელება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17969; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .