1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის პროტოკოლის მიხედვით, საზოგადოების დამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა რაფიელ ერისთავმა საზოგადოებას შესწირა თავისი გადაკეთებული „იგავ-არაკის“ 250 ეგზემპლარი სახალხო სკოლებში უფასოდ დასარიგებლად. საზოგადოებამ მას მადლობა გადაუხადა. სხდომის პროტოკოლს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ქანანოვმა და დავით ავალიშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი