საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17976

ფაქტი 17976

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელის თხოვნა, რომ საზოგადოებას განეხილა და შეესყიდა მისგან 200 მანეთის „ქართული წერის დედანი“. საზოგადოება თუ არ შეისყიდდა 200 მანეთის დედანს, მაშინ ანთიმოზ ჯუღელისთვის უნდა ესესხებინა 200 მანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შრომა წყალში ჩაეყრებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17976; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .