საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18743

ფაქტი 18743

1898 წლის 7 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ასკანის ორკლასიანი სკოლის გამგე ილარიონ ჭეიშვილმა, რომ სკოლას გაუგზავნონ სასწავლო წიგნები ნისიად 2 თვის ვადით. გამგეობამ იაკობ გოგებაშვილის თავდებობით ნისიად გაუგზავნა ასკანის სკოლას წიგნები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18743; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .