საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18787

ფაქტი 18787

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: გიორგი ყაზბეგი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, დავით კარიჭაშვილი და ფილიპე მგელაძე გამგეობას თხოვნით მიმართა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გამგემ, რომ დახმარებოდნენ საყმაწვილო ბიბლიოთეკის შევსებაში. გამგეობამ სკოლას 10 მანეთის საყმაწვილო წიგნები გაუგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18787; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .