საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18886

ფაქტი 18886

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცამეხუთე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის კომიტეტის შუამდგომლობა, რომ სკოლაში მოეწვიათ მესამე მასწავლებელი, რომლის ხელფასისათვის გამგეობას კომიტეტისთვის წელიწადში უნდა მიეცა 300 მანეთი. გამგეობამ დააკმაყოფილა კომიტეტის შუამდგომლობა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18886; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .