საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19033

ფაქტი 19033

1899 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა იაკობ გოგებაშვილმა კრებაზე განაცხადა, რომ ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილის შეცდომის გამო საზოგადოების დავთრებში მასზე ირიცხებოდა 120 მანეთი ვალი. მას ეს თანხა თავის ვალად არ მიაჩნდა, მაგრამ შემოჰქონდა საზოგადოების სალაროში, რადგან თვლიდა, რომ საზოგადოების წევრთა სახელები შეულახავი უნდა ყოფილიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19033; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .