1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს პეტერბურგში მყოფი სტომატოლოგიური კურსის სტუდენტის, ივანე ახალშენიშვილის წერილი. ის გამგეობას ატყობინებდა, რომ მოვალე იყო, საზოგადოებისთვის გადაეცა 5 თუმანი, რომელიც ეპისკოპოსი კირიონისგან უკან დაბრუნების პირობით მიიღო. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი