საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19110

ფაქტი 19110

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იაკობ გოგებაშვილის მოთხოვნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში რევიზიის ჩატარების აუცილებლობის შესახებ. გამგეობის წევრ ივანე ზურაბიშვილს, მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს, ქუთაისის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრებს, იოსებ ოცხელსა და ალექსანდრე ნანეიშვილს მიენდოთ ქუთაისის სკოლის რევიზია სწავლა-აღზრდისა და მართვის მხრივ, რევიზიის შედეგი უნდა წარმოედგინათ გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19110; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .