საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19224

ფაქტი 19224

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მასწავლებლის პასუხი სოფელ კონდოლის სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ, რომ მას სოფლის საზოგადოება ინახავდა 350 მანეთით. აქედან, 300 მანეთი მოსწავლეებზე იხარჯებოდა, დანარჩენი კი – სასწავლო ნივთებზე. მოსამსახურეებს ხელფასი 35 მანეთი ჰქონდათ, სასწავლებლის ფონდიდან შემოსავალი იყო 35 მანეთი. იქ 37 მოსწავლე სწავლობდა, რომელთაგან 6 იყო ქალი, შვიდი მოსწავლე სხვა სოფლის საზოგადოებიდან იყო და იხდიდნენ 3-დან 6 მანეთამდე. ეს მოსწავლეები სასწავლებლის ფართის სივიწროვის გამო ან უნდა გაეშვათ სკოლიდან ან კონდოლის საზოგადოების ბავშვები უნდა მიეღოთ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19224; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .