საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19366

ფაქტი 19366

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: ვასილ ბაჩალიაშვილი, ალექსი ბაჩალიაშვილი, მიხეილ ოთარაშვილი, ანდრეი ოთარაშვილი, ალექსანდრე ოთარაშვილი, სანდრო ოთარაშვილი, ანდრია ზურაბაშვილი, ვასილ ზურაბაშვილი, იაკობ ზურაბაშვილი, დავით ზურაბაშვილი, გიორგი ზურაბაშვილი, ვასილ თაგოშვილი, გაბრიელ თაგოშვილი, მიხეილ როსტიაშვილი, ვანო როსტიაშვილი, პლატონ ტარტარაშვილი, მოსე კუსაშვილი. დასახელებულ პირთა თხოვნით ხელს აწერს მიხეილ ხუციშვილი, ხელმომწერთა ნამდვილობას ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

წელი:
1907
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19366; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .