საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19758

ფაქტი 19758

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლად დანიშნა შემდეგი პირები: სენაკში – ლუარსაბ ბოცვაძე, პლატონ წულუკიძე და დავით ლორთქიფანიძე, ხოლო დავით ლორთქიფანიძის უარის შემთხვევაში მის მაგივრად დანიშნავდნენ იასონ ნიკოლაიშვილს. ბათუმში – წულუკიძის მაგიერ გადაიყვანეს ივლიანე გოგოლაშვილი. თონეთში – ლავრენტი აგლაძე. კავკავში – ლუარსაბ ბოცვაძის შემცვლელად სურდათ ღირსეული პიროვნების პოვნა. ინსპექტორი სამსონ ყიფიანი კი დატოვეს თანამდებობაზე და გამოუცხადეს საყვედური, ასევე მოსთხოვეს, სკოლაში მკაცრად დაეცვა საზოგადოების მიერ გადაცემული ინსტრუქცია და კანონები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19758; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .