საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19780

ფაქტი 19780

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს კომისიის მოხსენება წევრთა რიცხვის შემცირების შესახებ, რომელსაც თან ერთვოდა ცნობა, რომ 1911 წლის საზოგადო კრებამ დაავალა გამგეობას გამოეკვლია მიზეზები, თუ რატომ მცირდებოდა წევრთა რიცხვი და შემდეგ მოეხსენებინა საგანგებო კრებისთვის. გამგეობამ თავის პირველივე სხდომაზე შეადგინა კომისია შემედეგ პირთაგან: შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და ნიკო ელიავა, თუმცა ხსენებულმა კომისიამ საპატიო მიზეზების გამო ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამიტომ გამგეობამ კომისიის შემადგენლობა განაახლა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19780; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .