1912 წლის 5 აგვისტოს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზია, სადაც სასწავლო წიგნებთან ერთად საკანცელარიო საქონელიც იყიდებოდა. საზოგადოების განყოფილების დახმარებით მაღაზიას თავისი შენობა და 310 მანეთი ჰქონდა.

წყარო: მიმოწერა სამტრედიის განყოფილებასთან. მოხსენებები და ოქმები განყოფილების შესახებ | 1909-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი