საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20142

ფაქტი 20142

იაკობ გოგებაშვილი 1911 წლის 10 მაისს შედგენილი ანდერძის წერილის დამატებაში თითო თუმნის ოდენობის ყოველთვიურ შემწეობას უნიშნავს თბილისში, ვერაზე, მცხოვრებ თავის ღრმად მოხუცებულ რძალს – პელაგია გაბრიელის ასულ გოგებაშვილისას, რომელზეც მოანდერძე სიცოცხლეშიც ზრუნავდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20142; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .