1912 წლის 15 ივნისს მცხეთის სამთავროს მონასტრის იღუმენია ნინო თხოვნით მიმართავს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას, რათა განსვენებული იაკობ გოგებაშვილის მიერ სახალხო განათლებისთვის ნაანდერძევი თანხიდან ორი სტიპენდია მცხეთის საქალებო სკოლასაც გამოუყონ, რომელიც მომავალ ნამდვილ მეოჯახე ქალებსა და დედებს ზრდის და რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ღარიბი ოჯახის ასი მოწაფე სწავლობს. სტიპენდიების დანიშვნით გამგეობა უკვდავყოფს დიდი მოღვაწის სახელს, რომელსაც მუდამ მოიხსენიებენ საქართველოს ამ ერთი უძველესი ტაძრის დედები.

წყარო: იაკობ გოგებაშვილის ანდერძები | 1911-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი