საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20329

ფაქტი 20329

1916 წელს ეკატერინე ივანეს ასულმა ფორაქაშვილ-სარაჯიშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 100 000 მანეთი უანდერძა. ეს ფული საპროფესიო სკოლების დაარსებასა და წიგნების გამოცემის საქმეს უნდა მოხმარებოდა. ანდერძით მთელი ქონება განაღდებულ უნდა ყოფილიყო და თანხის მესამედი, საგანმანათლებლო საჭიროებათა გასაძლიერებლად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა მიეღო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20329; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .