საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20806

ფაქტი 20806

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: ისაკო გამხარაშვილი, ილარიონ გამხარაშვილი, იასე აბულაშვილი, გიორგი აბულაშვილი, სიმონ შვიოშვილი, მაქსიმე ოთარაშვილი, გაბრიელ ოთარაშვილი, ვასილ ოთარაშვილი, ანდრე თამაზაშვილი, სერგო თამაზაშვილი, გიორგი თამაზაშვილი, მარკოზ პაპიაშვილი, ზაქარ პაპიაშვილი, დავით ოსარაშვილი, დანიელ ნადირაშვილი, დავიდ ნადირაშვილი, სიმონ ნადირაშვილი, ლევან თამაზაშვილი. ჩამოთვლილ პირთა სახელით ხელს აწერს მარკოზ ყულოშვილი; დადგენილებისა და ხელმომწერთა ნამდვილობას ბეჭდით ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

წელი:
1907
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20806; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .