1918 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე გაგრძელდა განხილვა გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული დებულებისა – ფინანსების შესახებ. ნანეიშვილი აცხადებდა, რომ წინა კრებაზედ ამ დებულების მეორე მუხლად მიიღეს ისეთი მუხლი, რომელიც შეტანილია მოქალაქეთა უფლება-მოვალეობის დებულების მე-15 მუხლად, ამიტომ შემოიტანა წინადადება ამ დებულებაში გამოეტოვებინათ ეს მუხლი. მცირე კამათის შემდეგ მეორე მუხლი წინა სხდომაზე მიღებული, უცვლელად დარჩა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი | ფონდი 1836 | აღწერა 1 | საქმე 201
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი