1882 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის სკოლის პედაგოგი სტეფანე სანებლიძე მთავარ გამგეობას ღარიბ მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოებითა და სასაწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 46 მოსწავლიდან (ვაჟი – 40, ქალი – 6) თოთხმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.

წყარო: სახალხო სკოლების მასწავლებლების მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1882-1884
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი