საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22179

ფაქტი 22179

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის ინფორმაციული ხასიათის მოხსენება, საზოგადოების რეგისტრაციაში გატარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა: საზოგადოების სახელწოდება შეცვლილიყო შემდეგი სახელწოდებით: „წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება“ და ამის შესახებ გაზეთში გამოეცხადებინათ, წერა-კითხვის საზოგადოების არქივი კი გადაეცათ უნივერსიტეტისთვის. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22179; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .