საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2219

ფაქტი 2219

1918 წლის 15 ოქტომბრიდან გზათა მინისტრ ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძის ბრძანებით საერთო საქმეთა განყოფილების უფროსს გიორგი გაბრიელის ძე ფიცხელაურს გზათა სამინისტროს ყველა რკინიგზის უშუალო მართვა და ხელმძღვანელობა დაევალა. ივანე ლორთქიფანიძემ კახეთის რკინიგზის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, ყველა საკითხზე განმარტების მისაღებად ფიცხელაურისთვის მიემართათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2219; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .