საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22270

ფაქტი 22270

1881 წლის 23 ნოემბერს მასწავლებელმა ლუკა სვიმონის ძე გაბადაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ დეხვირის სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები და ნივთები: „დედა ენა“, „სიბრძნე-სიცრუისა“, „კაცია-ადამიანი“, „ვეფხისტყაოსანი“, ბარბარე ჯორჯაძის „სამზარეულო წიგნი“, „ვარდბულბულიანი“, თქმული პირველი მეფისა თეიმურაზისა, გურამიშვილის წიგნი, ასპიდის დაფები, ქართულის საწერი დედნები და საწერი კალმები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22270; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .