საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22276

ფაქტი 22276

1881 წლის 20 ნოემბერს მასწავლებელი ნ. ჯაჯანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ სოფელ ნორიოს სკოლა საჭიროებს შემდეგ წიგნებს: რაფიელ ერისთავის „იგავ-არაკნი“, ი. გოგებაშვილის „პატარა ბიბლიოთეკა“, „ამბები სოფლის ცხოვრებიდან“ (გადმოკეთებული ანთ. ჯუღელისგან), დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“, წმინდა სახარება მხედრულზე, ალ. ორბელიანის ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“, პლატონ იოსელიანის „ქართული გრამატიკა“, ანტონ ფურცელაძის თხზულება „ავაზაკნი“, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი, ისტორიული მოთხრობა“, ილია ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ და „დიმიტრი თავდადებული“, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“, ი. დავითაშვილის ლექსები „სტვირი“ და ივანე კერესელიძის ლექსები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22276; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .