1881 წლის 21 დეკემბერს მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ ბოდბისხევის სკოლას იმ დროისთვის ესაჭიროებოდა შემდეგ წიგნები: „ბუნების კარი“ – 12, „დედა ენა“ – 15, რაფიელ ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 15, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ – 10, „დიმიტრი თავდადებული“ – 10, ი. დავითაშვილის ლექსების კრებული „სტვირი“ – 10; ნივთები: ორი მაგიდა, თითო 5 მოწაფისათვის, ფასი 16 მან., დახაზული ასპიდის დაფები – 15, სახაზავები – 18, გრიფელი – 2 კოლოფი, ხმელი მელანი – 2, გლობუსი, საქართველოს რუკა, ფანქრები – 2 დუჟინი.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი