საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22816

ფაქტი 22816

1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილიასეული სახლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. აღმოჩნდა, რომ გასავალი აღემატებოდა შემოსავალს. სახლის გამგე – დავითაშვილი ითხოვდა ამ თანხას. გამგეობამ გადაწყვიტა, დავითაშვილისთვის სათანადო დოკუმენტები მოეთხოვა დახარჯული თანხის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა თანხა. გამგეობამ დაადგინა, შუამდგომლობა აღეძრა ქალაქის აღმასკომის წინაშე ფულადი დახმარების შესახებ ილიასეული სახლის შესაკეთებლად. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22816; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .