საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22844

ფაქტი 22844

1910 წლის 5 ივნისს ქუთაისისა და სენაკის სააზნაურო სკოლების სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას. ის მიზეზად ასახელებდა კომიტეტის ფაქტობრივ უმოქმედობას: წევრთა უმრავლესობის (დავით ხელთუფლიშვილი ავადმყოფობდა, დავით ლორთქიფანიძეს საკმარისი დრო არ ჰქონდა, სერგი ჯაფარიძე და ნიკოლოზ ჭიჭინაძე თბილისში ცხოვრობენ მუდმივად) სისტემატური დაუსწრებლობის გამო უმცირესობაში აღმოჩენილ წევრებს (დავით ბაქრაძეს, იასონ ბაქრაძესა და კირილე ლორთქიფანიძეს) კანონით არავითარი გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ რჩებოდათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22844; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .