1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საინგილოს დელეგაციის შუამდგომლობა, რომელიც საინგილოს ქართული სკოლების წიგნებით მომარაგებას ეხებოდა. დელეგაციას წარმოადგენდნენ: არჩილ ყულაშვილი, კ. ასლამაზაშვილი, გ. სარდარაშვილი, ნიკ. მალუშაშვილი, დ. შიოშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი