საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22933

ფაქტი 22933

1921 წლის 22 აპრილს საინგილოს ქართული სკოლის გამგემ, გიორგი ჭუმბურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი წიგნები სთხოვა. გამგეობამ საინგილოს ქართულ სკოლებს უფასოდ გადასცა „დედა ენის“ პირველი ნაწილი – 150 ცალი, მეორე ნაწილი – 100, „აკიდო“ – 60, ანგარიშის წიგნი – 20 და რვეული – 100 ცალი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22933; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .