საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22943

ფაქტი 22943

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის 1911 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იოსებ ოცხელმა, სილოან ხუნდაძემ, სამსონ ყიფიანმა და ისიდორე კვიცარიძემ გამგეობის დავალებით შეამოწმეს წიგნსაცავ-სამკითხველოების მდგომარეობა და დაწვრილებითი მოხსენება წარუდგინეს საზოგადოებას. ანგარიშს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იაზონ ბაქრაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22943; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .