საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2313

ფაქტი 2313

1919 წლის 18 იანვარს ფოთის პორტის უფროსმა, I რანგის კაპიტანმა ბ. ჭავჭავაძემ გზათა მინისტრ ნოე ხომერიკს მიმართა ბათუმის სამხედრო ნავსადგურის იმ ქონების გადაცემის თაობაზე, რომელიც მან ბათუმის ფლოტის უფროსობის დროს ფოთში გაგზავნა. ტვირთი ფოთის მაგივრად თბილისში ჩავიდა გზათა სამინისტროს განკარგულებაში. გზატკეცილების სამმართველოს უფროსი, ინჟინერი დადიანი გზათა მინისტრს მიმართავს, რომ ამ საკითხის შესახებ დასკვნას ვერ გააკეთებს, სანამ ფოთიდან არ დაბრუნდება კომისია ინჟინერ პისტრიაკოვის თავმჯდომარეობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა ფოთის პორტის საჭიროების ადგილზე გაცნობა. ხელს აწერს კანცელარიის გამგე როლკე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2313; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .