საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2318

ფაქტი 2318

1919 წლის 30 იანვარს გზათა მინისტრის ფინანსთა მინისტრისთვის გაგზავნილ ტელეფონოგრამაში ნათქვამია, რომ საოლქო გზათა სამინისტროსთან შექმნილი იყო კომისია გემებისა და ფოთის პორტის ქონების მისაღებად. კომისია უახლოეს დღეებში ფოთში უნდა გასულიყო. ოლქის განკარგულებაში საზღვაო საქმის სპეციალისტების არარსებობის გამო კომისიაში მიიწვიეს პირები, რომლებიც დღიურ ანაზღაურებას იღებდნენ და თუ ქონების გადაცემა დროებით შეჩერდებოდა, ეს გარემოება, სანაოსნო მიმოსვლის შეჩერების გარდა, გამოიწვევდა არამწარმოებლურ (კომისიის წევრთა ანაზღაურების) ხარჯებს. ტელეფონოგრამას ხელს გზათა მინისტრის მაგივრად ისიდორე მალანია აწერდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2318; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .