1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ არქიპო პატარაიამ საზოგადოებას შემოსწირა გურიაში, სოფელ მელექედურში ნაპოვნი ერთი ვერცხლის ძველი ფული ლათინური წარწერით. გამგეობამ ა. პატარაიას მადლობა გამოუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი