საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2343

ფაქტი 2343

ტუაფსეს დროებითი სამხედრო პორტის მეთაურის N24 ბრძანებით, 1919 წელს კომისიამ ჩაიბარა ბათუმი-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის საჭიროებისთვის შეძენილი გემი „Добровольский“, რომელიც ტუაფსეში იდგა და ნოვოროსიისკელ ვაჭარს, კ. ცერტოსს ეკუთვნოდა. ბათუმი-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის მიერ „Добровольский“-ის მიღების დღეს გემზე იყო მასალები თანდართული ცნობებით. გემი და იქ არსებული ქონება ჩაიბარა კაპიტანმა დ. სოკოლოვმა. მექანიკოსი იყო ფ. ლებედინსკი, წევრები – ფეოდოროვი და Шхут N55-ის კაპიტანი ნ. ივანოვი, მონაწილე – ვ. მარჯანოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2343; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .