1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ალექსანდრე მდივნის მოხსენება ბათუმის სკოლის რევიზიის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ მოხსენებიდან ამოეღოთ ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა სკოლის ნაკლოვანებებს და გაეგზავნათ ბათუმის განყოფილებისათვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი