საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23484

ფაქტი 23484

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე, სერგი გორგაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ რადგან გამგეობა საჭიროდ არ თვლიდა საზოგადოების განყოფილებებისთვის დაერიგებინა წესები წიგნებით ვაჭრობის შესახებ, ამიტომ მათ ევალებოდათ კერძო პირების საშუალებით გაევრცელებინათ წიგნები, რომლებიც გადაეცემოდათ მთავარი გამგეობისგან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23484; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .