1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ გაეხსნათ სკოლა სოფელ შრომაში, ხოლო მასწავლებლის მოწვევა გადაედოთ, რადგან სასურველი კანდიდატი არ ჰყავდათ. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი