საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23558

ფაქტი 23558

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იოსებ ოცხელის, სილოვან ხუნდაძისა და ისიდორე კვიცარიძის ანგარიში წიგნსაცავ-სამკითხველოების მდგომარეობის შესახებ და გადაწყვიტა, ინჟინერ საპიცკისთვის ეთხოვა სამკითხველოების ორი პროექტის (ერთ და ოროთახიანი შენობების) შედგენა. მათი ფასი 300-500 მანეთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ცნობას ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იასონ ბაქრაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23558; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .