საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23631

ფაქტი 23631

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სოფელ კლდეეთის სკოლის მასწავლებლის ილია ჭავკოტაძის განცხადება, რომ მას შეუდგენია 10 ცხრილი რომელიც, მისი აზრით გაადვილებდა კითხვის პროცესის შეთვისებას და თუ გამგეობა თანახმა იქნებოდა თავისი ხარჯებით დაებეჭდა ეს ცხრილები, ის ერთ კომპლექტზე მხოლოდ 25 მანეთს ითხოვდა, თუ არადა ეს ცხრილები 10 სექტემბრამდე უკან უნდა გაეგზავნათ ავტორისათვის. გამგეობამ სერგი გორგაძისა და ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენების საფუძველზე ი. ჭავკოტაძეს ცხრილების დაბეჭდვაზე უარი განუცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23631; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .