1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა აპოლონ წულაძემ, რომ დახმარება გაეწიათ მისი შვილისათვის, რომელიც სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. გამგეობამ ა. წულაძის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი