საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23814

ფაქტი 23814

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების მესამე რაიონის ინსპექტორის წერილი, რომ შემოდგომაზე აპირებდა სკოლის გახსნას სოფელ ხელთუბანში და გამგეობას სთხოვდა 3-4 წლით დაეთმო მათთვის ყოფილი ქართული სკოლის შენობა, სანამ ახალ შენობას ააგებდა. გამგეობამ ინსპექტორის თხოვნა დააკმაყოფილა და 4 წლის ვადით დაუთმო ქართული სკოლის შენობა. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23814; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .